დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება
2020/10/29 23:13:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში  კემლინ ფურლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ახალი პროექტის მიზანს საქართველოში ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.  

 

სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, რომელიც ამჟამად საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ 100 ადამიანს ემსახურება,  ქართულ ენას დამატებით 150 ლტოლვილი შეისწავლის. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს შესთავაზებს პროფესიული გადამზადების კურსებს, კონსულტაცი გაუწევს დასაქმების და სხვა სახელმწიფო სერვისებისა თუ პროგრამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.

 

ამასთან, პროექტი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის ხელშეწყობასა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები, საქმიანობის გაფართოების მიზნით, მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს.   

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3 000-მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ, იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ, იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღებ საზოგადოებში. ახლა მთავარი პრიორიტეტი ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც მათ დაეხმარებათ, დაძლიონ ისეთი ბარიერები, როგორიცაა ენისა ცოდნა, კავშირების არქონა, შესაბამისი კურსებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის ნაკლებობა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას მისცემს ლტოლვილებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და გააძლიერონ თემები, სადაც ცხოვრობენ. COVID-19 პანდემიის დროს საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა. ჩვენ ამ ყოველივეში ერთად ვართ და UNHCR მზად არის, ითანამშრომლოს მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა“, - განაცხადა  კემლინ ფურლიმ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია