დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე“ (R)
2020/10/24 11:02:00

საქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.

 

როგორც იცითგანათლების რეფორმაზოგადი განათლების მიმართულებითსკოლების მიმართულებითძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და   კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდებაჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებულირომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელიაშესაბამისადმასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულებააქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდარაც უკვე დაწყებულია და  გაგრძელდებამაგრამხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილიაყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვისრომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული.

როგორც მოგეხსენებათძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდებისრომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლებიეს ცალსახად მიუთითებს იმაზერომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთიმისთვისრომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.

განათლების რეფორმის ფარგლებშიშეიქმნება მომავლის სკოლა ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილისადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს ჩვენი მიზანიათითოეულმა მოსწავლემთითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობარომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესო როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისითის მაღალი შეფასებებირომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართპირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურება მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვისისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიანქედს ვიხრი მათ წინაშე - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია