დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ
2020/10/20 22:50:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს,  ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი  კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.

 

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც  საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 93 დევნილი  ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ,  გადაეცემათ.  

 

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია