დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
2020/10/20 22:30:00

აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტიაგროტურიზმის შესახებდა მისი თანმდევი კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებპირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი, პრინციპების დონეზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

 

კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ იგი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს, ადგენს აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებებს და ამ საქმიანობის განხორციელების ზოგად საფუძვლებს.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აგროტურიზმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად საკმაოდ დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

 

აღნიშნული კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ეს გახლავს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისათვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა. ასევე განმარტებულია მთელი რიგი ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი აქვე ადგენს შეღავათებს, რომლებიც ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება. ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ კანონპროექტის წარდგენისას.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აქვე გათვალისწინებულია მთელი რიგი სტანდარტების დანერგვა, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა, საგადასახადო შეღავათების გარდა ასევე ხელშეწყობის პროექტების შემუშავება მთავრობის მიერ.

 

გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული გვაქვს ის მინიმალური ოდენობა ადგილობრივი პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს მოხმარებული აგროტურისტული სუბიექტების მიერ. თავდაპირველად ეს არის 50%, ხოლო სამომავლოდ - 70%. დღეს ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხია და ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადაა საჭირო იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი იყოს საზრიანი და მოახერხონ ადაპტირება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

მომხსენებლის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და ევროპული გამოცდილება.

 

კანონპროექტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს - გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, გადამზადებას, შესაბამის რეგიონებში ტურისტული ინფარსტრუქტურის და საინფორმაციო ცენტრების მოწყობას და სხვა.

 

კომიტეტის წევრების შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ძალიან კარგი და მყარი საფუძვლი იქნება რომ აგროტურიზმის მიმართულებით საკმაოდ დიდი ძვრები იყოს ჩვენს ქვეყანაში რეგიონულ ჭრილში სიღარიბის დაძლევის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით

სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია