დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრები ქალების დღეა
2020/10/15 11:38:00

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ) და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია. 

 

სოფლად მცხოვრები ქალების თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა. საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ,  ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მათი პარტნიორები რეცხავენ. ქალები, საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები - 15 საათს. ამგვარი, რეპროდუქტიული საქმიანობა, როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა.

 

ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება როგორიცაა: მოსავლის აღება, გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი, კონსერვი, სანთელი).

 

სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში  84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები 98.1 დღეს. მეცხოველეობაში  ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები - 165.8 დღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას - ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობები, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთანს საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის მამაკაც წევრს ეკუთვნის.

 

არსებული ვითარების გაუმჯობესებისვის საჭირო რეკომედაციებია:

 

·         სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულების გენდერული ანალიზი (მათ შორის, ქალებისა და კაცების რესურსებზე წვდომისა და გადაწყვეტილებებში ჩართულობის მიმართულებით) და გამოვლენილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება

·         სოციალური ინფრასტრუქტურის, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სერვისების შექმნა/გაუმჯობესება;

·         სოფლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის.

·         სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არსებული საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების ქალთა და კაცთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგება;

·         საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამების არსებობა;

სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია