დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ადიგენში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე (R)
2020/10/12 19:48:00

ძალიან მიხარია, რომ დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები და “ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ.

 

როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება.

 

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით მოვიდა, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ და ქვეყნის განვითარება დავიწყეთ,  სწორ რელსებზე დავაყენეთ.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დაინერგა და ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებსა და გამოწვევებზეა  მორგებული.

 

თუმცა, ამასთან ერთად, რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, აბასთუმანს აღორძინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივით, დაბა აბასთუმანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენა, მათ შორის რომანოვების სასახლის და რაც მთავარია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც თავისი არსით ასევე საქველმოქმედოა, რეგიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.

 

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ერთი მხრივ, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს, რაც რეგიონში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლასა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. რეგიონისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკოლოგია, რისთვისაც ასევე ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილების შემოყვანა იგეგმება და აბასთუმანს ტერიტორიაზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გადაადგილდება, რათა უნიკალური ბუნება და ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

 

დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია