დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან შეხვედრას განაგრძობს. (R)
2020/10/10 21:53:00

მერობის კანდიდატი დღეს ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის "აისის" შენობაში   მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს შეხვდა. შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე ესწრებოდნენ.

"
თქვენ ძალიან რთული და გრძელი გზა გაიარეთ, მოულოდნელად მოგწყვიტეს თქვენ ფესვებს და აღმოჩნდით სხვა გარემოში, ურთულეს წლებში, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი წესრიგდება, გაქვთ ბინები, რომელიც თქვენს საკუთრებაშია და სახელმწიფო განაგრძობს თქვენს გვერდით დგომას. ის ინფრასტურქტურული პრობლემები, რაც გაქვთ, იქნება ეს ეზოს სანიაღვრეები თუ სკვერები, აუცილებლად გაკეთდება, ვინაიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩემი და ჩემი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტია და თქვენ ამ გეგმებში აუცილებლად მოწინავე ადგილი გიჭირავთ",  - მიმართა ადგილობრივებს იოსებ ხახალეიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია