დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ა/ო „მიგრაციის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის ონლაინ, ბეჭდური და სატელევიზიო რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის
2020/10/09 23:43:00

/მიგრაციის ცენტრიაცხადებს კონკურსს აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის ონლაინ, ბეჭდური და სატელევიზიო რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის თემაზე:

”მიგრანტთა მხარდამხარ/ Step by Step with Migrants

კონკურსის მიზანია ადგილობრივი ჟურნალისტების ინტერესის ზრდა ქვეყანაში უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებისადმი კოვიდ-19 პანდემიის პირობებში:

·         პანდემია და იმიგრაცია;

·         სახელმწიფოს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოელთა სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა;

·         რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება;

·         ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება;

·         საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობები (შემცირება ან/და ზრდა).

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ კატეგორიებში:

·         სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია)

·         სატელევიზიო, რადიო მასალა (აუდიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა)

·         ბლოგი, მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა)

საკონკურსოდ მიიღება პანდემიის წინა პერიოდში ან მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიასა ან ტელე-რადიო სივრცეში გამოქვეყნებული მასალა.

გამოქვეყნებული მასალის ბმულები უნდა გადმოიგზავნოს არა უგვიანეს 27 ოქტომბრისა ელექტრონულ მისამართზე: migrationcentergeorgia@gmail.com

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში ან ინტერნეტ სივრცეში. კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრი“

 Email: migrationcentergeorgia@gmail.com

Mob: (+995) 599 961606 /599 976318

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია