დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა
2020/10/09 23:35:00

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში აზედამხედველო  უწყების წარმომადგენლებს შეხვდა .მხარეებმა იმერეთი რეგიონში არსებულ ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს.

რომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5  სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი  ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა,  შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო  გაფრთხილება მიეცა  აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

 

„ქალაქ ქუთაისში , მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“-განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული  . შეხვედრას  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი , იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და იმერეთის რეგიონის უფროსი ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია