დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ლომინაძე: ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება ევროპასთან ინტეგრაციის პარალელურად უნდა ხდებოდეს (R)
2020/10/09 23:27:00

 

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე გამახვილდა ყურადღება

 

,,საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებს შევხვდი. ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება ევროპასთან ინტეგრაციის პარალელურად უნდა ხდებოდეს, თუ გვინდა, რომ მსოფლიო, როგორც ერს და როგორც ქვეყანას, გვაფასებდეს და ღირსეული ადგილი გვეჭიროს მსოფლიო თანამეგობრობაში. ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის სადროშოში ბევრი ჩვენი საამაყო თანაქალაქელია გაერთიანებული. დიდია მათი წვლილი ქუთაისის განვითარებაში და ეს ადამიანები მომავალშიც ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის გვჭირდება!,"--განაცხადა ზაზა ლომინაძემ

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია