დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვალსაზრისი
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, შეუძლია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას ხელი შეუწყოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/10/01 19:23:00

ანალიტიკური ორგანიზაციაჯეოქეისისთავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მზაობა, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესის დაწყებას. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


„დიალოგის პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ მხარეები მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდნენ და  კონსენსუსის შედეგად შეძლონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.  საქართველოს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შეუძლია, სამშვიდობო პროცესის დაწყების ფასილიტატორი გახდეს. თუმცა, სამშვიდობო ფორუმის სათანადოდ მასპინძლობისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების განხორციელება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის ესკალაცია, დაძაბულობა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


„სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და  განვითარებისათვის აუცილებელია სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარება. ამის რესურსი უნდა გააჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას. ომს ყოველთვის მოაქვს ზიანი და ამ მტკივნეული პროცესის შესაჩერებლად საჭიროა, მხარეები დავარწმუნოთ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის უალტერნატივობაში.


საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები კონფლიქტის ორივე მხარესთან იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, თბილისმა მხარეებს შორის  სამშვიდობო დიალოგს უმასპინძლოს“,- აღნიშნა ანალიტიკურიორგანიზაციაჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

 

ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაციაჯეოქეისისპრესსამსახური ავრცელებს.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია