საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოქტომბრის აივ სტატისტიკა
2020/10/01 18:33:00

2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია   418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით გასული წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 8520 აივ ინფიცირებული პირირეგისტრირებულია მათ შორის 6362  მამაკაცია და 2158   ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა .2020 წელს გარდაიცვალა 131  აივ ინფიცირებული.

1 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5297  პაციენტი, მათ შორის 46   ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  49.1%  (4181) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0%  (1031) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3%   (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5%   (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6%   (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1168; შემდეგ იმერეთში 1020; აჭარაში 974; აფხაზეთში (529); კახეთში (427) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (316); გურიაში (181); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

 სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

 განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი - 2.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია