დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს (R)
2020/09/21 19:34:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა.


განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ანა ონაშვილმა და კომპანიის ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერმა კობა ნეფარიძემ მიაწოდეს. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სრულიად ახალი  სათავე ნაგებობა,  წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

 

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

 

სამუშაოებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა, 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია