დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა თერჯოლაში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის და მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე (R)
2020/09/20 15:25:00

მოგესალმებით!

 

ძალიან მიხარია, რომ დღეს, თერჯოლელების, ერთგული თანამებრძოლების წინაშე ვიმყოფები, ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი აქტიური ჩართულობით ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

 ასე იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, როგორც  ყველა განვითარებულ,  ევროპულ ქვეყანაში ხდება. ასე არის დღესაც, როდესაც ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ბნელ წარსულში, ძალადობაში დააბრუნონ.

 „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია.

ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის პირობებში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის დროსაც, როდესაც საქართველომ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე უფრო წარმატებით მოახერხა ვირუსის პირველი ტალღასთან გამკლავება და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაეხმარა როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, ასევე რიგით მოქალაქეებსა და განსაკუთრებით იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისის პირობებში სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

მე აქ არ დავიწყებ წინა წლებში განხორციელებული პროექტებისა თუ წარმატებული პროგრამების ჩამოთვლას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც თითოეულ ოჯახზე უნდა აისახოს და თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს.

მომდევნო წლებში, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები, არსებული გამოწევევები დავძლიოთ და თითოეული ოჯახი უფრო მეტად გავაძლიეროთ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალიხმევით, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის !

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია