საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 278 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
2020/09/12 23:10:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „სოფლად სახლს“, კიდევ,  278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.    

„მნიშვნელოვანია, რომ  დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია