დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შევხვდი, საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე და მათ საჭიროებებს გავეცანი. (R)
2020/09/12 23:08:00

ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად.  ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე  უკვე გაკეთდა -  დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა კი ჩვენ ყველამ ერთად  უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი იქცეს ქართული კულტურის ცენტრად. ამისთვის თითოეული ქუთაისელის მხარდაჭერა და თითოეულ ქუთაისელთან თანამშრომლობაა საჭირო. ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს უკვე მთლიანობაში უდიდეს შედეგზე გაგვიყვანს.  ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ  გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება -  გენიალური ქუთაისელის,  დიმიტრი უზნაძის ენით რომ ვთქვათ, “პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა“.  

მოვდივარ, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, თქვენთან ერთად და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობით, წარმატების ზენიტში მყოფი ქუთაისი დავუტოვოთ მომავალ თაობებს. მათ ჩვენ   უნდა მივცეთ ქუთაისის სიყვარულის, მასზე განუხრელი  ზრუნვის საუკეთესო მაგალითი, რათა  ისინი გაიზარდონ   ქალაქის წარმატებაზე  ორიენტირებულის სულისკვეთებით. მე, როგორც 3 შვილის მამას, მაქვს უდიდესი სურვილი, ისეთი ქუთაისი გადავაბაროთ კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩვენს შვილებს, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იქნება განათლებისა და კულტურის მექა, იქნება ქართული ურთიერთობების ეტალონი და  ხალასი იუმორის აკვანი, სადაც ახალი რეზო გაბრიაძეები, ახალი რეზო ჭეიშვილები, ახალი ზაქარია ფალიაშვილები, ჯორჯ ბალანჩინები, ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი შავგულიძეები... დაიბადებიან და ახალი სისხლით გააძლიერებენ ქართულ კულტურას

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია