დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება
2020/09/11 18:17:00

·         თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება;

 

·         10 სექტემბრიდან იკრძალება .. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში;

 

·         10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დამსწრე აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა 200 ადამიანით განისაზღვრა;

 

·         ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა

.

·         უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

 

·         საბჭო საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას, ისე პირბადის გამოყენებას ყველგან, სადაც ეს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია