დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი სურვილია, დავეხმარო ყველა კომპანიას, რომელიც ღირებულ პროდუქტს ქმნის, ხელი შევუწყო მათ განვითარებას (R)
2020/09/08 18:31:00

"ტრადიციის და თანამედროვეობის შეჯერება იძლევა ყველაზე კარგ შედეგებს და ამის ერთგვარი მაგალითია  კომპანია „მადერა ჯორჯია“, რომელიც საქმიანობა სათავეებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, პირიქით, განვითარდა, გაზარდა ბაზარი, გავიდა ექსპორტზე, დაიწყო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება. ძველ ტრადიციას ახალი ტექნოლოგიები და ნოვაციები დაამატა და გაიმარჯვა. სწორედ ესაა ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი -  შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და გავაძლიეროთ“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ავეჯის მწარმოებელი კომპანიის "მადერა ჯორჯიას“ პერსონალთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

"ჩემი მთავარი სურვილია, რომ დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, ყველა კომპანიას, რომელიც რაღაც ღირებულს ქმნის. ხელი შევუწყო მათ განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების და ინვესტორების მოზიდვას, რომ ჩვენი ქალაქი განათლებასთან და კულტურასთან ერთად ამ კუთხითაც გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

 

აქვე აუცილებლად უნდა  ვისაუბროთ ეკოლოგიაზე, ვინაიდან ჩვენს თვალწინ არსებობს კომპანია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ექსპერტები ზოგადად მიიჩნევენ, რომ საქართველოში  გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. ჩვენ უნდა  შევცვალოთ ეს სტერეოტიპი და ეკოლოგია პრიორიტეტად ვაქციოთ. ამაში კი ჩვენი ჩართულობა,  მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა დაგვეხმარება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია