დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების ტრენინგები სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში
2020/09/06 01:35:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ვანი, ხონი) ჩატარდა  ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ლაშა ციგრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თხილის წარმოების აგროტექნოლოგიაზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე, მოსავლის აღებისა და შენახვის პირობებზე,  მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე  ტექნოლოგიებზე.

ტრენინგის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო კლიმატის ცვლილებას, მისგან გამოწვეულ რისკებს და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, რომელიც მსმენელებს “ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო.

ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებში არის პრიორიტეტული. 

ტრენინგების  ფარგლებში სულ 260-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.

“ეკო-გრანტების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები მეფუტკრეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.

“ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია