დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
იოსებ ხახალეიშვილი: "ჩვენ ყველა ერთად, კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის მეორე ტალღასაც წარმატებით დავძლევთ“ (R)
2020/09/04 18:05:43

ქუთაისის  მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის  ცენტრის მედიკოსებს შეხვდა. 


შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის პირობებში  მედპერსონალის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში მიუძღვით. 

 

"მოქალაქეების ჯანმრთელობა  ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია თვითონ ექიმების,  როგორც ფრონტის წინა ხაზზე მდგომი პროფესიონალების,  ჯანმრთელობა დავიცვათ.  იმედი მაქვს,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, მედიკოსების კოორდინირებული მუშაობით, პანდემიის მეორე ტალღასაც ისეთივე წარმატებით დავძლევთ, როგორიც ეს პირველი ტალღისას შევძელით“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც არა მარტო პანდემიასთან დაკავშირებით, არამედ მედიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისას არსებობს. 

 

იოსებ ხახალეიშვილმა მედპერსონალის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია