დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმში 4 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის უფლება
2020/09/04 15:39:00

შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ . ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება.

შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, მოთხოვნებს  ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა - შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი)

 

ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:

 

შპს სამაია (კლუბი კონტე)

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)

შპს 2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)

შპს სექტორი 26 (სექტორი 26)

 

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია