რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით, შეხვედრების მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია:იგრძნონ გოჩა ენუქიძის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, თითოეული სფეროს წარმატებული განვითარება მუნიციპალიტეტების სიძლიერის განმაპირობებელია,ამიტომ იქნება მათ გვერდით ყველა კეთილ საქმეში დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.