დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ხანიშვილი „უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“
2020/09/03 15:05:01

„მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.  ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები. ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე  ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად,  გვექნება სტაბილური ფასი ფქვილზე და პურზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების და ტენდენციების შესახებ. თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია