დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აივ სტატისტიკა
2020/09/02 23:40:00

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შოპრის 6326   მამაკაცი და  2148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4340 პაციენტს განუვითარდა. 1734 გარდაიცვალა.

2 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.6 %   (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.0 %  (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 %  (1020) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 %   (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 %   (41) - სისხლის რეციპიენტია;  0.6 %   (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1165; შემდეგ იმერეთში 1017; აჭარაში 970; აფხაზეთში (528); კახეთში (419) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (314); გურიაში (180); სამცხე-ჯავახეთში (113) და ..

2020 წელს  99  აივ ინფიცირებული გარდაიცვალ. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი

         სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით);სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი - 2.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია