დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დუალური განათლების პროგრამის მონაწილეები იმერეთის ტურისტულ ლოკაციებს ესტუმრნენ
2020/09/02 23:26:00

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გიდის, ტურისტთა მომსახურების მძღოლის და მძღოლი გიდის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამის მონაწილეები იმერეთის ტურისტულ ლოკაციებს ესტუმრნენ.

პროგრამაში მონაწილე 16 ახალგაზრდა ესტუმრა ძველ ქუთაისს და შეისწავლა საფეხმავლო მარშრუტი. მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი და გელათის აკადემია. გარდა ამისა, შეხვედრა შედგა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO Imereti) წარმომადგენლებთან, რომლებმაც პროგრამის მონაწილეებს ქუთაისის ისტორია და ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ "ელიტარულ მძღოლთა ასოციაციასთან" (UGEC), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩატარებას.  პროგრამა მოიცავს ისეთ მოდულებს როგორებიცაა მომხმარებლის ეფექტური და მაღალი სტანდარტით მომსახურება, პროტოკოლის დაცვა, სფეროს შესაბამისი ტერნიმოლოგიის გამოყენებით ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა და COVID-19-ის პრევენციული ნორმების დაცვა.

პრაქტიკული კურსის ნაწილში, პროგრამის მონაწილეებისთვის დაგეგმილია საველე გასვლები საქართველოში 6 ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტზე.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

 

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

საკონტაქტო პირი:

ქეთი ქიტიაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

ტელ: 591 54 54 70

ელ. ფოსტა: prc@edec.ge

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია