დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კინოდოკუმენტალისტიკა
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi მაყურებელს განახლებული ფორმატით უბრუნდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/30 13:06:00

 

 

 საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მერვედ გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატითა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

 

კინოფესტივალი რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და მაყურებელს საშუალებას აძლევს, უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები მისთვის სასურველ გარემოში იხილოს.

„ჩვენ ვქმნით ემოციებს“ - წელს ფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება და მაყურებელს რეალური და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

 

CinéDOC-Tbilisi-ის გახსნას, 30 აგვისტოს, Cavea Drive-in ლისი უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმების ნახვა მაყურებელს სხვადასხვა პლატფორმაზე შეეძლება: საქართველოსსაზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის ფარგლებში, 18-28 აგვისტოს, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 23:30 საათზე, პირველი არხის ეთერი CinéDOC-ის კინოდარბაზად გადაიქცევა; ფიზიკურჩვენებებს უმასპინძლებს Cavea Drive-in Lisi, კავკასიური სახლი და სასტუმრო „სტამბა“;  ონლაინპორტალზე - Cinedoc-tbilisi.com კი 23-30 სექტემბერს უფასო ონლაინჩვენებები მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალსა და CinéDOC-Tbilisi-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 4 საავტორო ფილმი იქნება ნაჩვენები. One Caucasus 2020  ფარგლებში, კი  მაყურებელი CinéDOC Young-ის ფილმებს იხილავს. მინიფესტივალები გაიმართებადუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულში. 

 

წლევანდელი პროგრამა მოიცავს 7 სექციას:

 

1. International Competition / საერთაშორისო საკონკურსო სექცია - მთავარი საკონკურსო სექცია სადაც წელს თავს იყრის რვა საერთაშორისო ფილმი;

2. Focus Caucasus - წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონული ფილმები ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა საქართველო, სომხეთი,  აზერბაიჯანი;

3. Swiss DOX - შვეიცარული შემოქმედებითი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები;

4. Guest Country - სექციაში, სტუმარი ქვეყანა წელს წარმოდგენილი იქნება ფინური დოკუმენტური კინო;

5. CinéDOC Young - საბავშო სექცია, რომლის ფარგლებშიც იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის;

6. EroticDOX;

7. Special Screenings - სპეციალური არასაკონკურსო ჩვენებები;

ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იქნება 9 ქართველი რეჟისორისნამუშევარი.

 

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და მისი მიზანი კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

 

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, Doc Lounge შვედეთი, შვედეთის ინსტიტუტი (Swedish Institute – Creative Force Program), შვედეთის საელჩო თბილისში, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, კავკასიური სახლი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, TheFinnish Film Foundation, DaFilms, Current Time Tv, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.cinedoc-tbilisi.com

 

ფესტივალის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=I1K2SuKQ80o

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია