დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/27 19:15:30

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ცვლილებები შედის.

 

სასტუმრო და ზოგადად ტურისტული ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა გლობალური პანდემიის შედეგად. ამასთანავე, არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ისეთი ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერა და წახალისება აუცილებელი გახდა, რომლებზეც „აწარმოე საქართველოში“ ამ ეტაპამდე არ მუშაობდა.

 

სწორედ ამიტომ, განხორციელებული ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, პროგრამასაწარმოე საქართველოში“ 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.


„COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ სირთულეებთან გასამკლავებლად, „აწარმოე საქართველოშიაგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.


სასტუმრო ინდუსტრია: მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღება

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც. იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.


სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით,ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.


ტურისტული სექტორი: ლოკაციური შეზღუდვის მოხსნა

დადგენილების მოქმედი რედაქციით, „აწარმოე საქართველოშიტურისტული სერვისების ინდუსტრიის განვითარების კუთხით ქვეყნის მასშტაბით 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა ბიზნესებს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად კი ეს შეზღუდვა იხსნება და სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყებს აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.


ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მომართვიანობაზე დაყრდნობით, საჭირო გახდა ლოკაციების შეზღუდვის მოხსნა არა მარტო სასტუმროსთვის, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვისაც.


დღეიდან, სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით, მეწარმე სუბიექტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლებენ ისეთი საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების მოწყობას, როგორებიცაა თემატური პარკები, ეთნო/ეთნოგრაფიული პარკები, .. ვეიკ პარკები (Wake park) და სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა ატრაქციები


6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა

არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად  საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომაწარმოე საქართველოში“ 12 000-მდე ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში .


დღეიდან კი პროგრამას "აწარმოე საქართველოში" პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია