დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრთან გაერთიანდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/27 18:59:20

„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები-წარსული და მომავალი“  ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი  გაიმართა ქუთაისის ფსიქიატრიულ ცენტრში. კონფერენციაზე შეკრებილმა სფეროს წარმომადგენლებმა თემში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისუბრეს.

 

პროფესიული გამოცდილების გაცვლის შემდეგ  ლაშა კილაძემ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისა და ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკის გაერთიანების შესახებ ისაუბრა.  კილაძის განმარტებით, გაერთიანების მთავრი მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში  ბენეფიციარებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაა.

 

გარდა ამისა, ნარკოლოგიური ცენტრების გაერთიანება დარგისთვის გამოყოფილი ფინანსების შემცირებასაც უწყობს ხელს. 

 

„ ერთ-ერთი სიკეთე,  რაც გაერთიანებამ გამოიწვია, ეს არის საბიუჯეტო ცვლილება,რადგან  ორივე დაწესებულება გახლდათ სახელმწიფო შპს და  მართვის სისტემების  ადმინისტრირება-გაერთიანება ბიუჯეტზე დადებითად  აისახა. მიზანი არის ნათელი, რომ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის  მიმღებ  ადამიანს ჰქონდეს ერთიდაიგივე ხარისხის მომსახურება.

 

ჩვენ გვინდა მაღალ სტანდარტზე ვიყოთ ორიენტირებული, როგორც კადრების უწყვეტი განათლების სიტემის დანერგვით, ასევე - ხარისხის კონტროლისა და საინფორმაციო სისტემის გამართვის კუთხით,“ - განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთლობისა და ნარკომანიის პრევენცული ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ.

 

ცნობისთვის, მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის მიმართულებით, წელს, არსებობის ისტორიაში, ყველაზე დიდი ბიუჯეტი - 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ერთ პაციენტზე საშუალოდ, 2 დოლარი იხრჯება.

 

რაც შეეხება ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკას, ამ დროისათვის დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობას 29 პაციენტი გადის, ხოლო ამბოლატორიული  და სხვა სერვისებით  კი 5000 -მდე ადამიანი სარგებლობს. მათგან 1500 აქტიური პაციენტია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია