დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულში სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/26 23:04:21

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან,  პიტერ ვიბლერთან ერთად  მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა  „მზა ჩითილი“ გახსნა.


„აშშ-ის მხარდაჭერით და USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოშიარაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. აღნიშნული მეურნეობის გახსნაც ამის ნათელი მაგალითია. 

 

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნიკური დახმარება, ცოდნის შემოტანა და გაზიარება. ვფიქრობ, მეურნეობა „მზა ჩითილი“ ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოშიბოსტნეული კულტურებისმაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევეკენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის.

 

სამინისტროს,USAID-ის,„საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის  მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა,  პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAIDმხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის  ღირებულების  და  ფერმერების შემოსავლის ზრდას.


„ყველა ფერმერს აქვს მიზანი, რომ განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა, რაც ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზა ჩითილი“ თანამედროვე საწარმოა, სადაც იქმნება მაღალი ღირებულების დახარისხის პროდუქტი. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზრის მომარაგება, ასევე  მეზობელ ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში ექპსორტის განხორციელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას წინსვლაში, ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ქართველ მეწარმეებს და ხელს ვუწყობთ მათ, მსოფლიოს მასშტაბითექპსორტზეგაიტანონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.


„მზა ჩითილი“ ერთ-ერთი წამყვანი სანერგე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც  ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოებადაიწყო.„მზა ჩითილი“ უკვე ახორციელებს ჯიშების,,მალგა’’ და ,,სკალა“ გამრავლებას. უახლოეს პერიოდშიდაინტერესებული ფერმერებისთვისდაახლოებით 250 ათასი ნერგი  გახდებახელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.


კომპანია „მზა ჩითილი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში,მეურნეობაში ჯამურადგანხორციელდა 2,800,000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც  365,000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია