დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილი: „სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას“
2020/08/20 22:28:00

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღებიმთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ახალშენი ვენახები. ჩვენს ფერმერებს, ფაქტობრივად, ახლიდან უწევთ ბაღების და ვენახების გაშენება. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ პროგრამაშიდანერგე მომავალი“  კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, მოიცავს ყველა რეგიონს და ფერმერებს  საშუალებას მისცემს, განაახლონ დაზიანებული ბაღები. სახელმწიფო 100%-ით ნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. თუ ჩვენი ფერმერები  გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლოვანი კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით, მათ პროგრამის ახალი კომპონენტი ამის საშუალებასაც აძლევს. ეს ეხება როგორც მრავალწლოვანი კულტურების ბაღებს, ისე ვენახებს, გარდა რქაწითელის ჯიშისა. ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება, რაც გვინდა, რომ დავაბალანსოთ. შესაბამისად, ფერმერებს საშუალება ვაძლევთ, ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც კომერციულად შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს და მეტი ღირებულება ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია