დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სოლიდარობის ალიანსმა“ საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
2020/08/19 18:39:00

ქართული ოცნების ყოფილი წევრებისა და ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ ახლადდაფუძნებულმა პარტიაჩვენი საქართველოსოლიდარობის ალიანსმა“ 17 აგვისტოს თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

პარტიის სახელით თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:

·         ჯაბა ჯიშკარიანი (თბილისის საკრებულოს წევრი) – მთაწმინდა-კრწანისი;

·         ბექა ნაცვლიშვილი (პარლამენტის დეპუტატი) – ვაკე;

·         ლევან გოგიჩაიშვილი (პარლამენტის დეპუტატი) – საბურთალო;

·         გედევან ფოფხაძე (პარლამენტის დეპუტატი) – დიდუბე-ჩუღურეთი;

·         რამაზ ბლუაშვილიისანი;

·         ზვიად თავაძენაძალადევი;

·         სანდრო რიჟამაძესამგორი;

·         ლაშა გიორგაძეგლდანი.

პარტიის ძირითად წინასაარჩევნო დაპირებებს შორის არის: მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრა, 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განახევრება, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა და სხვ.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარანტიები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, – თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა ახალი პოლიტიკური პარტია 7 ივნისს დააფუძნეს. მათ ქართული ოცნება გასულ წელს, სხვადასხვა დროს, უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის წესზე არსებული უთანხმოებისა და ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირების ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია