დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ქალაქია
ირაკლი ქარქაშაძე:"ქუთაისი აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავებაში"
2020/08/16 13:46:33

 

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმებს აგრძელებს და დასავლეთ საქართველოში მესამე ფორუმს მართავს. დღეს ფორუმი ქუთაისში გაიმართა და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეები გააერთიანა.


ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმებზე ახალგაზრდობის სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.


ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.


ღონისძიება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (თA ფორ შკილლს4ჟობს) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.


ფორუმის გახსნით ნაწილში, სააგენტოსთან ერთად წარსდგენენ:იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული: ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეკა გოგოშიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე.


აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები: განათლება დასაქმებისთვის (სკილლს4ჯობ) ექსპერტი ანასტასია ქიტიაშვილი, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი (ვიდეო მიმართვა), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროგრამის მენეჯერი: ნინო სამველიძე (ვიდეო მიმართვა) UშAID საქართველოს წარმომადგენელი სამანტა თორთლაძე, ევროპის ფონდის წარმომადგენელი ანა პაპუაშვილი. ასევე ღონიძიებაში ჩართულები არიან ახალგაზრდული ორგანიზაციები იმერეთიდან და რაჭა-ლეჩქუმ ქვემო სვანეთიდან.


ფორუმს ქუთაისის მერის ახალი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა:

 

"გვაქვს სურვილი, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით, განვიხილოთ მათი მოსაზრებები და შეთავაზებები.


როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ეს რეგიონული ფორუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა თაობის ჩართულობით ”სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" შემუშავებას. აღნიშნული სტრატეგია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას. ჩვენ, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტი გამოვთქვამთ მხარდაჭერას და ვგეგმავთ აქტიურ ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში. განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების თანამონაწილეობის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, მე ვისურვებდი, რომ ისინი საქართველოშიც უფრო მეტად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.

 

ჩემი როგორც რიგითი ახალგაზრდის და როგორც მერის მოადგილის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტი შესაძლებლობები შეიქმნას ახალგაზრდებისათვის. ჰქონდეთ მეტი დაინტერესება, ინიციატივა და მეტი ჩართულობა სხვადასხვა პროცესებში. მიმაჩნია, რომ სწორედ მსგავსი მიდგომა გამოადგება ჩვენს ქალაქებსა თუ ქვეყანას.




ჩვენ ვართ ღია საინტერესო წინადადებებისთვის, გვაქვს სურვილი, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით, განვიხილოთ მათი მოსაზრებები და შეთავაზებები.

 

ალბათ, მოგეხსენებათ სულ რამდენიმე კვირაა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე და მაქვს სურვილი, რომ ვიყო ერთგვარი ხიდი, რათა ახალგაზრდობის ხმა ისმოდეს კიდევ უფრო მკვეთრად ისეთი საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკა და ეკონომიკა, აღარაფერს ვამბობ ეკოლოგის საკითხებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციებზე.




ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შევძლებთ საერთო აზრამდე მისვლას და ერთად დავსახავთ სამომავლო გეგმებს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება ახალგაზრდული მიმართულებები ჩვენს ქალაქში, სასარგებლო იქნება თავად ახალგაზრდებისთვისაც და ქუთაისისთვისაც.

 

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო და შესაბამისად ახალგაზრდებისგან ველოდებით უფრო მკვეთრ ინტერესს ქალაქის და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მხრივ.

 

სტრატეგია, რომელიც ამ ფორუმის ფარგლებში მუშავდება, მოიცავს სწორედ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალგაზრდების განათლება და დასაქმება.

გულწრფელად მჯერა, რომ ახალგაზრდებს რეალურად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, დროა, თუნდაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ახალგაზრდებმა თქვან რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი სიტყვა. მჯერა, ჩვენს ახალგაზრდობას ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია