დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/15 15:26:09

 

 

 0-დან 17 წლისჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლას   დღეიდან შეძლებენ.

რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა სანწუხაროდ, ერთდროულად ბევრი ადამიანის საიტზე შესვლამ ტექნიკური ხარვეზები გამოიწვია,რისთვისაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის


სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ  დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად

ეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქციახელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge

 

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

·         მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

 

იმ შემთხვევაში,თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორისურთიერთკავშირის დადასტურება,კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

 

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით,მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

 

სოციალურიდახმარება, ბავშვისერთ-ერთიმშობელისანკანონიერიწარმომადგენლისმიერ, ბავშვისელექტრონულპორტალზე  განცხადებისშევსებისშემდეგ გაიცემა.0-დან 17 წლისჩათვლითბავშვებისთვის200-ლარიანი დახმარებისმისაღებად, მშობლებსრეგისტრაციისგავლა15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარებისმიღებაშესაძლებელიიქნებამიმდინარეწლის სექტემბრიდან.

 

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

·         სსიპსოციალურიმომსახურებისსააგენტოსყველატერიტორიულერთეულ

  • საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროდაადგილობრივითვითმმართველბებ
  • საქართველოსიუსტიციისსამინისტროსიუსტიციისსახლებდასაზოგადოებრივცენტრებ

·         ლიბერთიბანკისფილიალებ

 

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელხაზზე-  1505.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია