დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა საქართველოში 15 სექტემბერს სწავლის დაწყება დადებითად შეაფასა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/15 14:01:51

 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასანხალილმასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.


ღასან ხალილი: „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.


გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია