დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ვაშაძე:"ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ვაპირებ იმიტომ, რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ!“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/01 21:36:10

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქალაქ ბათუმში პარტიის ოფისის ფილიალი გახსნა და აღნიშნა, რომ აქვს სტრატეგია, როგორ უნდა დაამარცხონ შიმშილი და სიღარიბე ქვეყანაში. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არცერთი მშიერი ბავშვი არ უნდა იყოს საქართველოში და პრემიერ-მინისტრობას აპირებს იმიტომ, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი.


„ჩვენი ერთადერთი მიზანია, არ იყოს არცერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში, არავის არ უნდა უწევდეს ნაგავსაყრელზე საკვების ძებნა, სწორედ ამიტომ მოვდივართ აღმშენებლობის იდეით, გვაქვს სტრატეგია, როგორ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე საქართველოში.

 

დღეს უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან დამსხვრეული ოცნებების პარტიამ სამწუხაროდ  მოატყუა ამომრჩეველი არცერთი დადებული პირობა ამომრჩევლის წინაშე პ მათ არ შეუსრულებიათ, 2016 წელს მათ თქვეს, რომ 200 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდნენ და პირიქით 45 ათასით შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, მათ თქვეს, რომ სოციალურად დაუცველებს დაეხმარებოდნენ და მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სიღარიბეს და შიმშილს ებრძვის საქართველოში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლო ბის წინააღმდეგ ვაპირებთ ბრძოლას.

 

როდესაც გუშინწინ განვაცხადე, რომ ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ იმიტომ, რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძე ბათუმში პარტიის ოფისის ფილიალის გახსნისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრებთან თაკო ჩარკვიანთან, თეონა აქუბარდიასთან, დავით ცეკვავასთან და მომხრეებთან ერთად იმყოფებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია