დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაეროს განვითარების ფონდი „გომის მთის“ განაშენიანების გეგმას დააფინასებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/01 21:12:34

გაეროს განვითარების ფონდსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


შეთანხმების ფარგლებში მომზადდება უნიკალური მაღალმთიანი კურორტის, გომისმთის განაშენიანების და სივრცითი დაგეგარების  პროექტი.

 

„სამყარო ღრუბლების თავზე“(გომის  მთა)   გაშენდება ეკოსისტემის მოთხოვნების გათვალისწინებით ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას გურიის მაღალმთის გარემოს, მაგრამ ამავდროულად ხელი შეუწყოს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

 

„გაეროს განვთარების ფონდის მიერ ჩვენს მუნიპალიტეტში  კარგი პროექტები განხორციელდა.  უკვე შეიქმნა თანამშრომლობის დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამ ხელშეკრულების მიხედვით დაფინანსდება გომის მთის განაშენიანების პროექტი,რაც ხელს  შეუწყობს სხვდასხვა ტურისტული ლოკაციების, საოჯახო სასტუმროების და ზოგადად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას,“- განცხადა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ

 

 აღნიშნული პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები“ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია