დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/29 16:31:45

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაოძის თქმით, ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა, სტიქიამ რამდენიმე ოჯახიც დააზარალა.


„სამწუხაროდ, დაზიანება უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გუშინ. ზემო რაჭისკენ რაც მივდივართ, იმ მიმართულებაზე გზა არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მათ შორის, რესთანაც, კიდევ სხვა სოფლებთან, როგორიც არის უწერა და ა.შ. ზარალს რაც შეეხება, ზარალი საკმაოდ დიდია, რომელიც უმთავრესად მოიცავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ნაწილი არის სახლებისაც, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. რამდენიმე მოსახლისგან ვიცით, რომ ადიდებული მდინარე შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იქ მისვლას, ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი და დაახლოებით აი ეს ვითარებაა ამ წუთისთვის, საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება მოსახლეობას“, – აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, მცირედი საფრთხე ემუქრებოდა ორ ოჯახს, რადგან მდინარე მათ სახლთან იყო ახლოს და სამაშველო სამსახურმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

 

„სხვა მხრივ საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, გზების ჩამონგრევა კვლავ გრძელდება. ჩვენ თვითონაც მეწყერსა და ამ ჩამონგრეულ გზას შორის ვართ ხელმძღვანელობა და ჩვენც ველოდებით აქედან გასვლას“, – განაცხადა დავით ჩიკვაიხემ.

აქვე გთავაზობთ  ვიდეომასალას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=dTBijR3xR5Y&feature=emb_logo

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია