დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონსერვატორების ქუთაისის „ფრთამ“ საეჭვო სიები მოიპოვა
2010/04/15 16:58:19

დღეს კონსერვატიული პარტიის ქუთაისის რეგიონული ბიუროს თავმჯდომარემ გიორგი წულაიამ პრესკონფერენცია გამართა.

წულაიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქის მერიაში ბინის მესაკუთრეთა ორგანიზაციაში ათას ადამიანამდე დასაქმდა, რომელთაც ბიუჯეტიდან მაღალი ხელფასი ეძლევათ.

„ისინი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნავენ, დადიან კარდაკარ და მოსახლეობაში აგიტაციას ეწევიან. ხალხს უყვებიან, თუ როგორ მოვიგეთ აგვისტოს ომი, თუ რა წარმატებული ქვეყანა ვართ, რომ ეკონომიკით უკრაინას, ლატვიას, ლიტვას და გერმანიას ვჯობივართ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთ სისულელეებს ვინც გვიყვება, არის თაღლითი,“ - განაცხადა კონსერვატორების ქუთაისის „ფრთამ“.

psnews.ge-სთან საუბარში გიორგი წულაიამ არ დაასახელა კონკრეტულად აგიტატორების ვინაობები და აღნიშნა, რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებმაც ფულის გულისთვის სული მიჰყიდეს ნაციონალურ მოძრაობას.

„იმის სიაც მაქვს, თუ როგორ იყო 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს 3 409 კაცი მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში დასაქმებული. ჩემდა სამწუხაროდ, სიები არჩევნების შემდეგ მოვიპოვე და უკვე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ახლა ვთვლი, უფრო მეტს შევძლებ ამ კუთხით. სულ მალე წერილი მივმართავთ მერიას და შევეცდებით ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ,“ - ამბობს გიორგი წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია