დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი "ხუტა უფროსს" დაემშვიდობა...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/09 11:17:00

კინოსა და თეატრის  მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოვენ ჭეიშვილი, იგივე "ხუტა უფროსი" 9 ივლისს ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 


ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი" 1940 წელს  ქუთაისში დაიბადა. ის ხშირად იხსენებდა, რომ კინოში, შემთხვევით მოხვდა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია  „ღინტუ“-ს როლზე, მაგრამ საბოლოოდ "ხუტა უფროსი" ითამაშა და ასე შექმნა „რეკორდში“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე.

გოვენ ჭეიშვილი გადაღებულიაბევრ საინტერესო და მაყურებლისთვის საყვარელ ფილმში: „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“, "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016)....
 
 1996 წლიდან ის ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია