დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული მარში“- კიდევ ერთი ახლი პოლიტიკური სუბიექტი
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/07/01 00:36:54

სახალხო მოძრაობა„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება და არჩვნებისთვის მზადებას იწყებს. ორგნიზაციის ფილიალი უკვე გაიხსნა ქუთაისში. 2 ივლისს კი  საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პარტიის ოფიციალური პროგრამის პრეზენტაცია იგეგმება. PSNEWS.Ge-ს ამის შესახებ ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა  და პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა  დამფუძნებელმა, ერმილე ნემსაძემ განუცხადა. 


 როგორც  ერმილე ნემსაძე  ამბობს,  მოძრაობას  გარკვეული ისტორია  და ორიენტირი უკვე აქვს და ის  პოლიტიკურ ორგანიზაციად ფორმირებისთვის მზადა არის. 

 

„2017 წლიდან ამ დრომდე ქართული  მარში იყო ეროვნული ინტერესების დამცავი,რის გამოც ჩვენ ხშირად ვიდევნებოდით. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადობრივი აქტივობები ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.  ზოგადად, ყველა პოლიტიკურ პარტია სახალხო მოძრაობის ბაზაზე ყალიბდება. როდესაც უკვე მოძრაობას  გარკვეული ისტორია  და ორიენტირი აქვს, ის პოლიტიკურ ორგანიზაციად ფორმირდება. ეს  ბუნებრივი პროცესია.

 

ჩვენი მთავარი იდეა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაა, შესაბამისად  საკითხები რომლის ცვლილებასაც სამომავლოდ  საკონსტიტუციო დონეზე მოვითხოვთ, ეროვნულ ფასეულობებს გააძლიერებს.

 

რაც შეეხება ქუთაისს, სხვა დიდი ქალაქებისგან განსხვავებით აქედან  არის ყველაზე მაღალი მიგრაციის დონე, რადგან ადამიანები  რეალიზებას ვერ ახდენენ. სწორედ ამიტომ, ჩემი სურვილით დავბრუნდი მსობლიურ ქალაქში,რადგან პოლიტიკური საქმინობის სხვაგან დაწყება არ მინდოდა. ქუთაისმა აჯობა სიმდიდრესა და უგემოვნებას, რადგან ღირსების ქალაქია. სწორედ ამიტომ, საქართველოს გაერთიანება აქიდან  უნდა დაიწყოს.”-განახადა ერმილე ნემსაძემ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია