დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/25 13:35:19

 

 

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების  ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო.


ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram,  Youtube, სარეკლამო რგოლებიგადისრადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, სარეკლამო ინფორმაციაგანთავსდა ვებ-გვერდებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv,www.santa.lv, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.


ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL“ ორგანიზებით ხორციელდება.


ბალტიისპირეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული,  ზრდა 7%-ს აღწევს.


მსგავსიციფრული ფორმატის მარკეტინგულიღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაCovid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის  სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ,მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები.შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგისგამოყენებით მიმდინარეობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია