დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი გაზრდის ფერმერების შემოსავლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/18 17:19:00

 

გეოგრაფიული აღნიშვნები (Geographical Indications GIs) არის სამარკო ნიშანი, რომელიც გამოხატავს, ამა თუ იმ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მასთან დაკავშირებულ ხარისხსა და რეპუტაციას. გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ე.წ სავაჭრო ნიშანს, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებასა და წეს-ჩვეულებებს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO)   ხელშეკრულების თანახმად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს  ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი.


ბოლო წლების მანძილზე, FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) საქართველოს მთავრობასთან ერთად,აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები. მათი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: სულუგუნი, თუშური გუდის ყველი ან ჩურჩხელა.



გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ამავდროულად, გეოგრაფიული ინდიკატორები იცავენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას, შესაბამისად, წარმოადგენენ გზას მდგრადი განვითარებისკენ.  


ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.


ამ მომენტისათვის მსოფლიოში 8000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით  რეგისტრირებული პროდუქტია, რომლებიც ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროს მოგებას ქმნიან.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია