დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიული განათლება
პირველად საქართველოში შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის ხარისხის ნიშნის მქონე პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/07 19:14:14

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია ,,სასტუმროს ოთახების მართვის" პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.

 

პროგრამა შემუშავებულია შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის გამოცდილების გათვალისწინებით და განხორციელდება სფეროს წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ. აღნიშნული მოკლევადიანი პროგრამა ფინანსდება საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

 

პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge. სწავლა რეგისტრაციის დასრულებისთანავე დაიწყება და 18 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით პროგრამის თეორიული კომპონენტი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, საირმის სასტუმროში.

 

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია გასულ წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა და რეგიონული ჰაბის როლს ასრულებს.

 

აკადემია წელიწადში 200 ახალგაზრდას, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც ამზადებს, რომლებიც დასაქმდებიან ტურიზმის სფეროში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია