დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ტერუარი
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/12 23:29:58


საქართველოშირეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა.ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.


ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელიმშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალიკლიმატი, მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები, განსაზღვრავენ ღვინო "ახმეტის”განსაკუთრებულ ღირსებას.


„ახმეტა“ (დამატებითი აღნიშვნა „ახმეტის მწვანე“) თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა. მიკროზონა ახმეტისმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშიმდებარეობს და ქალაქ ახმეტის გარდა, მოიცავს სოფლებს: საკობიანო, მატანი,ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო,ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა,ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი დაარგოხი.


„ახმეტა“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეულიკახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან, ხოლო„ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავემიკროზონაში მოწეული ქისის დან ხიხვის ჯიშის ყურძენი, ჯამურად 15%-მდე.


ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 21 დასახელება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია