დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
11 მაისიდან გაიხსნება თბილისი და მოიხსნება შეზღუდვები დედაქალაქში შესვლა-გამოსვლაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/07 16:44:13

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება.

 

 გარდა ამისა, მისივე თქმით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

 

მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი დრო.

 

"ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა," - განაცხადა გახარიამ.

 

ამასთან,პრემიერის განცხადებით, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია