დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
პანდემიის გამო, აბიტურიენტებისთის ვებსკოლა იქმნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/05 17:06:25
პანდემიის პირობებში, აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლები დისტანციურად მოამზადებენ.


ამისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა https://el.ge/ შექმნა, სადაც ვებინარები აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას. პროექტი 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია ვებგვერდზე https://el.ge/.

აბიტურიენტებს, ამავე პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული.

"ვებსკოლა" "ტელესკოლის" გაგრძელებაა, რომელიც კორონავირუსის პირობებში სკოლების დაკეტვის შემდეგ მოსწავლეებისთვის შეიქმნა.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია