დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აღდგომა ჩვენისა უფლისა, იესო ქრისტესი
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! გილოცავთ! იცით, რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს და ვჩუქნით ერთმანეთს?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/19 13:37:40

 

დღეს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავს მართლმადიდებელი სამყარო.


უფალმა თავად დაუშვა, რომ მორწმუნეთა უმრავლესობა სახლში შეგებებოდა ამ დიდებულ დღეს, ისევ და ისევ მოყვასზე ზრუნვის გამო, რათა ვირუსული პანდემიის მასობრივად გავრცელებას გადავურჩეთ.


თუმცა საქართველოში ეკლესიათა დიდი უმრავლესობა არ დაკეტილა და მიუხედავად კომენდანტის საათისა, მრავლი მაინც მივიდა ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე და ერთი კოვზით ეზიარა.


აღდგომა უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლებისთვის. ამ დღეს ჩვენ სხვაგვარად ვესალმებით ერთმანეთს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა!" და ვპასუხობთ: „ჭეშმარიტად აღსდგა".

 

იესო ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი და ჩვენ გვიქადაგა ახალი, სხვა ცხოვრება, რომელიც არასდროს არ დასრულდება: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი"

 

როგორც ვიცით, აღდგომის დღესასწაულზე ხალხი ერთმანეთსსააღდგომო  კვერცხებს ჩუქნის".

 

იცით, რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს და ვჩუქნით ერთმანეთს?

 


პირველი სააღდგომო კვერცხი თურმე იესო ქრისტეს მოწაფემ, მარიამ მაგდალინელმა, მიუტანა საჩუქრად რომის იმპერატორ ტიბერიუსს. როცა მას მარიამმა კვერცხი გადასცა, ხმამაღლა თქვა: „ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს. მარიამმა მას უამბო უფალ იესო ქრისტეზე.

 

იმპერატორმა ვერ დაიჯერა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ კვერცხის გაწითლებას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე - მკვდრის აღდგომას. ამის თქმისთანავე მარიამის მოტანილი კვერცხი გაწითლდა.

 

 

 მას შემდეგ პირველი ქრისტიანები, მარიამ მაგდალინელის მსგავსად, ერთმანეთს წითელ კვერცხებს ჩუქნიდნენ.

 

 ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია