დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს “Kovid19” დაუდასტურდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/03/28 13:45:09


ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს, 70 წლის მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ის მკურნალობას ამავე კლინიკაში გადის. ინფექციურუი კლინიკის მთავრი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონიის პარალელურად ქრონიკული დაავადებაც აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

„პაციენტი, ხანდაზმული მამაკაცია და მას ორმხრივი პნევმონია და პარალელურად ქრონიკული დაავადება აქვს , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია. მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა საქარველოში საკუთარი ავტომობილით სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო“, – განაცხადა ნადირაძემ.

 

ამ დროისათვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირისის დაგნოზით სულ 2 პაციენტი მკურნალობს. მკურნალი ექიმის თქმით, პორველი პაციენტის, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს.

 

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ორი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გააგზავნიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია