დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სინოდის განჩინებით, ზიარებისას საერთო კოვზი უცვლელი რჩება, ხოლო ღვინის მიღება სხვადასხვა ჭურჭლით დასაშვებად გამოცხადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/20 14:00:00

დღევანდელი სინოდის განჩინებაში, რომელიც დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრიამ საქართველოს საპატრიარქოში წაიკითხა, ნათქვამია: 


” დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამდროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, თა უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების ფიზიკურ და სულიერ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლებით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს.

 

ასეთ დროს მორწმუნეები და განსაკუთრებით კი, წმინდა დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებენ მარხვას და ლოცვას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განავრცობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

 

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შმდეგ რეკომენდიაცეებს:

  1. ყველა ეკლესიასა მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგები სრული დაცვით.
  2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
  3. ზიარების შემდეგ, მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინოს მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს. ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის პირებს. ასევე თვითიზოლაციას ან კარანტინში მყოფ, ან ვირუსით დაავადებულებს სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე, სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.
  5. დასაფასებელია საქათველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები. რომელიც გადაიდგა მარალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სახელმწიფოს და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. და მოვერიდებით რათა არ გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები – მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ და მოწყალებისა კარი განგვიღე, რათ ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.
  7. საქართველოს ეკლესი მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.” – ნათქვამია სინოდის განჩინებაში
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია