დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
რითი მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულებს საქართველოში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/20 13:27:00

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო პირდაპირი პრეპარატი არ არსებობს, ამ ვირუსით დაავადებულების მიმართ სხვადასხვა არსებული პრეპარატები გამოიყენება. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქართველი ექიმები ჩინელი სპეციალისტების რჩევით მკურნალობისას რამდენიმე ანტივირუსულ პრეპარატს იყენებენ:


“მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმებიც ამას იყენებენ,” – თქვა გამყრელიძემ.

 

 გარდა ამისა, როგორც გამყრელიძე ამბობს, ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდოსოვირს“  გამოიყენებენ.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანია “გილიადთან“ [ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს C ჰეპატიტის წამლებით ამარაგებს]  უკვე მიმდინარეობს. ეს პრეპარატი ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს, იგი შეიქმნა დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდაფეთქების დროს. როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას.

 

“დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია